„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 17.08.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №428
სარეგისტრაციო კოდი 240080010.10.003.020744
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/08/2018
matsne.gov.ge 173 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 18.05.2016 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 13.02.2026 შპს „ტოროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 11.10.2017 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 05.09.2018 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემედებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 20.04.2021

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №428 2018 წლის 17 აგვისტო ქ. თბილისი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე დანართი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა 1. სააერნაოსნო მომსახურება და მასთან დაკავშირებული ობიექტები. 2. საქართველოს ტელერადიოცენტრის ციფრული მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის სახელმწიფო ქსელების ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სატელევიზიო სატელეკომუნიკაციო ანძები. 3. რკინიგზა და მეტროპოლიტენი. 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პენიტენციური დაწესებულებები, პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და  და პრობაციის ბიუროების ადმინისტრაციული შენობები. 5. საქართველოს ფოსტის ინფრასტრუქტურა: სერვისცენტრები, გზავნილების დამუშავების (გაცვლის) ცენტრები. 6. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიწისქვეშა გეოფიზიკური ლაბორატორია.