სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 12.09.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-11/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016520
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/09/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.09.2018 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი
შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-11/ნ
2018 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული:
1.
„სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების წესი“ (დანართი №1).
2.
„პროფესიული დაავადებების აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების წესი“ (დანართი № 2).
3.
„დამსაქმებლის მიერ პროფესიული დაავადების აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №3).
მუხლი 2🔗
ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნტის „ე“ ქვეპუნქტისა და №2 დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნტის „ე“ ქვეპუნქტი და №2 დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო