„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№444
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.020760
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №444

2018 წლის 29 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის  2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №581 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 470230000.10.003.020291) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  პროგრამის:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ზ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

ზ.ა) 52 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში ახალი ოფისების აღჭურვა ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით;

ზ.ბ) სპეციალიზებული ფორმის (ფეხსაცმლის) შესყიდვა;

ზ.გ) რეანიმობილის ტიპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის (2 ერთეული) აღჭურვისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა;“;

ბ) „კ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის (სენაკი, ხაშური, წყალტუბო, ზუგდიდი, თეთრიწყარო, ჩოხატაური, ხონი, თერჯოლა, ახალციხე, წალენჯიხა, დუშეთი, მესტია) სამედიცინო დაწესებულებებისა და სოფლის ამბულატორიებისათვის სხვადასხვა სამედიცინო აპარატურის/მოწყობილობის, საოფისე ავეჯისა და საოჯახო ტექნიკის შესყიდვა;“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) შპს „დმანისის ცენტრალური საავადმყოფოს“ (ს/კ: 428884059) კაპიტალში წილის 100%-ის    გამოსყიდვა.“.

3. მე- 3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“, ხოლო მე-11 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ანგარიშებზე მიმართვა;

ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, თანხების გადარიცხვის შესახებ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება.“.

4. მე-3 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ კაპიტალის გაზრდა.“.

5. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.“.

6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 9 389.1 ათასი ლარით:

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის:

5 502.5

1.1.სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

5 500.0

1.2. სარეზერვო გარე ელექტრომომარაგების განაცხადის საფასურის გადასახადი

2.5

2

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო  გადასახადის  გადახდა

430.0

3

პროგრამის ადმინისტრირება

48.0

4

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საჭიროებისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში (იაღლუჯი) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტისათვის სამედიცინო მოწყობილობების  შესყიდვა

41.5

5

საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის  სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა

11.8

6

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული ლანჩხუთის სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო  რენტგენოგრაფიული სისტემის შესყიდვა

199.0

7

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

745.7

 

7.1. 52 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში ახალი ოფისების აღჭურვა ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით

510.0

7.2. სპეციალიზებული ფორმის (ფეხსაცმლის) შესყიდვა

112.0

7.3. რეანიმობილის ტიპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის (2 ერთეული) აღჭურვისათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა

123.7

8

საინჟინრო სამუშაოები

2.0

9

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის (EMERGENCY) კომუნალური მომსახურების ხარჯები

1.5

10

საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის (სენაკი, ხაშური, წყალტუბო,ზუგდიდი, თეთრიწყარო, ჩოხატაური, ხონი, თერჯოლა, ახალციხე, წალენჯიხა, დუშეთი, მესტია) სამედიცინო დაწესებულებებისა და სოფლის ამბულატორიებისათვის სხვადასხვა  სამედიცინო აპარატურის/მოწყობილობების, საოფისე ავეჯისა და საოჯახო ტექნიკის შესყიდვა

464.0

11

შპს „დმანისის ცენტრალური საავადმყოფოს“

(ს/კ: 428884059) კაპიტალში წილის 100%-ის    გამოსყიდვა

 

1 943.1

 

სულ:

9 389.1

..

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე