ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 31.08.2018
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.134.016278
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/09/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.08.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე | ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2018 წლის 31 აგვისტო
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა)
თითოეულ სამორინეს სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
ბ)
თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარი;
გ)
თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ)
სისტემურ – ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 250 000 ლარი;
ე)
ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 17 %;
ვ)
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებ სისტემატურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 8 000 ლარის ოდენობით;;
ზ)
თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში 5 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ანგარიშგებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №7 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“, №26; 07.03.09; გვ.7, სარეგისტრაციო კოდი: 210.070.000.35.134.001.875 ).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე