ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.08.2018
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.112.016371
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/09/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.08.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის
დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2018 წლის 31 აგვისტო
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 99-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 67-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე
დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით შექმნილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის (შემდგომში – სარეზერვო ფონდის) ხარჯვის მექანიზმს.
2.
სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2%-ს. სარეზერვო ფონდს, ამ წესის შესაბამისად, განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი.
3.
დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით (გარდა გათანაბრებითი ტრანსფერისა) სარეზერვო ფონდის გაზრდა.
4.
სარეზერვო ფონდის განსაზღვრისას დამტკიცებული (დაზუსტებული) ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური გადასახდელების საერთო ასიგნებას აკლდება წინა წლებში წარმოქმნილი ვალის დაფარვისა და მომსახურების (გარდა პროცენტისა) ან/და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ სესხზე გადასახდელი თანხა.
მუხლი 2🔗.
სარეზერვო ფონდის განკარგვა
ამ წესის შესაბამისად, სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება:
ა) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხარჯი, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან კანონით დაცულ სხვა სიკეთეს;
ბ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების შეზღუდულ დროში შესრულების ხარჯი;
გ) წყალდიდობის, მეწყერის, ხანძრის, ქარიშხლის, გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიური ვითარების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯი;
დ) სახელმწიფო ან ადგილობრივი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამებით გაუთვალისწინებელი უკიდურესად მძიმე ან/და გადაუდებელ შემთხვევებთან (მათ შორის, სარიტუალო მომსახურებასთან) დაკავშირებული ხარჯი;
ე) რომელიმე მუხლში ობიექტური მიზეზით სახსრების დეფიციტის წარმოქმნის შემთხვევაში, დამტკიცებული ბიუჯეტის გადასახდელების შევსებისთვის.
მუხლი 3🔗.
სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა
1.
სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერიაში ფიზიკური ან იურიდიული პირის განცხადება ან შეტყობინება და უფლებამოსილების სფეროს მიხედვით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის (შემდგომში – სამსახური) ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა.
2.
საკითხის განხილვისას სამსახური შესაბამისი ორგანოებისა და პირებისგან გამოითხოვს მასალებს, ცნობებს, ფოტომასალებსა და მონაცემებს, რაც დაადასტურებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის აუცილებლობას.
3.
ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების (გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, სადაც მითითებული უნდა იყოს თანხის ოდენობა და მიზნობრიობა) საფუძველზე, თანხას გამოყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
4.
საფრთხის ნაწილობრივი/სრული აცილების ან საფრთხის შედეგების შენელებისთვის მოქმედებების დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.
5.
მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება ხორციელდება ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას.
6.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 85-ე მუხლის საფუძველზე, ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში, წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას.