სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.09.2018
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016310
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.09.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კობა ძიძიგური | სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №43
2018 წლის 3 სექტემბერი
ქ. სამტრედია
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებით დამტკიცებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-4 მუხლის, მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესი დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიკობა ძიძიგური
დანართი
№1
სამტრედიის
მუნიციპალიტეტის
საპატიო
წოდების
და
ჯილდოს
მინიჭების
წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების სამართლებრივ საკითხებსა და მათი განხილვის წესს.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" და ამ დებულების საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭება
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო შეიძლება მიენიჭოს:
ა) როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური კუთვნილებისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივი-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
ბ) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება სამტრედიის და საქართველოს წინაშე;
გ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს –
განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და სამტრედიის წინაშე ან/და სამტრედიასთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
2. საპატიო მოქალაქის წოდება და ჯილდო შეიძლება მიენიჭოს არაუმეტეს 5 პირს.
3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო ენიჭება პიროვნებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა სამტრედიელთა ყველა თაობისათვის.
4. საპატიო მოქალაქის წოდების და ჯილდოს მინიჭება ხორციელდება წელიწადში ერთხელ, ,,ნიკოობას'' ან „სამტრედიელობის“ სახალხო დღესასწაულზე.
5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო ენიჭებათ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.
6. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, უფლება აქვს უარი თქვას საპატიო წოდებასა და ჯილდოზე და შესაბამისი განცხადებით მიმართოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მიმნიჭებელ კომისიას. კომისია უფლებამოსილია განიხილოს ეს განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
მუხლი 3🔗.
საპატიო წოდება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებაა –
საპატიო სამტრედიელი.
მუხლი 4🔗.
საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად კანდიდატურის დასახელება
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრს;
ბ) მხარის რწმუნებულ -გუბერნატორს;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს;
დ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
ე) მუნიციპალიტეტის მერს;
ვ) საზოგადოებრივ გაერთიანებას;
ზ) საინიციატივო ჯგუფს (ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ახლდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა).
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მიმნიჭებელ კომისიას, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:
ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
ბ) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;
გ) კანდიდატის ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
დ) კანდიდატის წერილობითი თანხმობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების თაობაზე;
ე) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები;
ვ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები.
მუხლი 5🔗.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მიმნიჭებელი კომისია და კანდიდატების შერჩევის წესი
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მიმნიჭებელი კომისია (შემდგომში –
კომისია) იქმნება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით –
ბრძანებით.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 11 წევრით. კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეული იქნენ: საკრებულოს, მერიის, საზოგადოების, მასმედიის, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე, ის მოქალაქეები რომლებსაც უკვე მიენიჭათ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო.
3. კომისია აწარმოებს დასახელებული კანდიდატების შესახებ დოკუმენტების შეჯერებას და განხილვას.
4. კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად წარდგენილი კანდიდატების შესახებ.
5. კომისია გადაწყვეტილებას კანდიდატისათვის სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების თაობაზე იღებს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების ნახევარზე მეტით.
მუხლი 6🔗.
სამტრედიის
მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭება
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მიმნიჭებელი კომისიის წარდგენის საფუძველზე, საპატიო წოდებისა და ჯილდოს ანიჭებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და მედალი, რომლის ნიმუშს ამტკიცებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. მოქალაქისათვის, რომელსაც მიენიჭა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, მოწმობის და მედლის გადაცემა ხდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ნიკოობას, „სამტრედიელობის“ სახალხო დღესასწაულზე საზეიმო ვითარებაში ყოველწლიურად ან მერის გადაწყვეტილებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით წელიწადის ნებისმიერ დროს საზეიმო ვითარებაში.
4. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქრები და/ან ფულადი ჯილდო.
მუხლი 7🔗.
მოქალაქის უფლებები, რომელსაც მიენიჭა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო
1. მოქალაქე, რომელსაც მიენიჭა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, სამტრედიის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობს სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე.
2. მოქალაქე, რომელსაც მიენიჭა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში;
ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი სამტრედიელის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე.
მუხლი 8🔗.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს დამადასტურებელი მოწმობა და მედალი
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს დამადასტურებელი მოწმობისა და მედლის დამზადებას უზრუნველყოფს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია.
2. საპატიო წოდებისა და ჯილდოს შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში.