,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010240020.32.057.016282
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №16

2018 წლის 29 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსი­ლე­ბი­სა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკი­ცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (გაზეთი „აჭარა“ N54 (22.798), 06.04.07) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. მთავრობის აპარატის სტრუქტურა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაცია;

ბ) აპარატის უფროსის სამდივნო;

გ) იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

დ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ე) ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ვ) მონიტორინგის დეპარტამენტი;

ზ) საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი;

თ) საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტი;

ი) მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.“;

ბ) დებულებას მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 მუხლები:

„მუხლი 81. მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაცია

1. მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაციის თანამშრომლები წარმოადგენენ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ადმინისტრაციული ხელშეკ­რუ­ლებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას.

2. მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი, რომელიც არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. ადმი­ნისტ­რაციის უფროსი კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქ­მებულ პირთა საქმიანობას, ახორციელებს მისთვის დაკისრებული უფლებამოსი­ლე­ბებისა და მთავრობის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებას.

3. ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადებას, მათ ორგანიზებას, შეხვედრებისა და თათბირების გამართვისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებას, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების, რეკომენ­დაციე­ბისა და შესაბამისი პროგრამების მომზადებას, ინფორმაციულ-ანალიტიკურ უზრუნველ­ყო­ფას, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის განხორციელებას, განცხა­დებებისა და ოფიციალური კორესპონდენციების განხილვასა და შესაბამის რეაგირებას.

მუხლი 82. აპარატის უფროსის სამდივნო

1. აპარატის უფროსის სამდივნოს ძირითადი ამოცანებია აპარატის უფროსის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, თათბირებისა და მიღებების ორგანიზება, ურთიერთობის ხელშეწყობა სახელმწიფო დაწესებულებებსა და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ციებთან, აგრეთვე, აპარატის უფროსთან მათი წარმომადგენლების აუდიენციის, საქ­მიანი შეხვედრებისა და თათბირების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მოქა­ლა­ქეთა მიღება, მათი ორგანიზება, კორესპონდენციების მომზადება.

2. აპარატის უფროსის სამდივნოს თანამშრომლები ასრულებენ აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებს.“;

გ) დებულების 112 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 112. საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტი

თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის საერთაშორისო ურთიერთობის განხორციე­­ლე­ბის ხელშეწყობა;

ბ) რეგიონული საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფო ორგანოებსა და საერ­თაშორისო ორგანიზაციებთან მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის თანამშრომლობის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

 გ) რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, ხელშეკრუ­ლე­ბების დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;

დ) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების უცხო სახელმწიფოს საელ­ჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებ­თან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

ე) მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის წევრების საქართველოს პრეზი­დენტთან, საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან, სახელმწიფო დაწე­სე­ბულებებთან უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ორგანიზაციული ღონის­ძიებების უზრუნველყოფა;

ვ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის ორგანიზება და შესაბამისი საპროტოკოლო-ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელ­მძღ­ვანელებისა და მათი მოადგილეების საპროტოკოლო ღონისძიებათა უზრუნველყოფა;

ზ) ოფიციალური ვიზიტების საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზება, უცხოე­თის სახელმწიფოებში მივლინებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგ­ვარება;

თ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;

 ი) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“;

დ) დებულების  115 და  121 მუხლები ამოღებულ იქნეს;
ე) დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მთავრობის აპარატის საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენა, წლიური ბიუ­ჯე­ტის პროექტის მომზადება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯე­ტის პროექტის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობა;

ბ) მთავრობის აპარატის ფინანსური რესურსების ეკონომიური ხარჯვისა და მატე­რიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

გ) მთავრობის აპარატის საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის ანალიზი, მათი სრულ­ყოფისა და გაუმჯობესების ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;

დ) შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი დასკვნების, მოხსენებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ე) მთავრობის აპარატის თანამშრომლებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა, სამუშაოს განხორციელებისათვის საჭირო საშუალებებით მათი დროული უზრუნ­ველყოფა და გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ვ) მთავრობის აპარატის ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების, მატერიალური ფასეულობების პერიოდული ინვენტარიზაციის ორგანიზება, აუცილებელი კაპიტალური და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მოცუ­ლობის განსაზღვრა და განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო დეფექტური აქტების, ხარჯთა ნუსხების, პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, მთავრობის აპარატის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, შესყიდვების კოორდინაციისა და შესაბამისი საკონტრაქტო პირობების შესრულების ინსპექტირების ღონისძიებების განხორ­ციელება;

თ) მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში დაწესებული რეჟიმის კონტროლი, შენო­ბის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და მთავრობის აპარატის საქმიანობისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება; 

ი) მთავრობის აპარატის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;      

კ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა მიერ განხორციელებული საქმია­ნობის ზედამხედველობა და კოორდინაცია;

ლ) მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის ცალ­კეულ დავალებათა შესრულება;

მ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.”;

ვ) დებულების მე-15, 151 და 152 მუხლები ამოღებულ იქნეს. 
2. დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 8 ოქტომბრიდან.  

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე