2. დასკვნას ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის უფროსი.

3. თუ პირი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიაზე და მას არ აქვს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ან საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია, სააგენტო ამ დებულების შესაბამისად განიხილავს ასეთი პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის საკითხს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გასცემს პირადობის მოწმობას.

4. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის განხორციელების, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის მოთხოვნით საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებისათვის პირის მიმართვისას, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხს, ასეთის საჭიროების შემთხვევაში, ამ დებულების შესაბამისად, განიხილავს სააგენტო, ხოლო ტერიტორიული სამსახურისათვის მიმართვის შემთხვევაში – ტერიტორიული სამსახური.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენა ხორციელდება დასკვნის გამოცემის გარეშ