ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
ბ) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდნენ საქართველოში და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და, ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:
ა) საქართველოში ჯამურად არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემული ცნობა ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);
ბ) 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის ) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემული ცნობა ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი;
ბ) 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემული ცნობა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) საქართველოში დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი;
ბ) 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების (პასპორტი, სამხედრო ბილეთი, შრომის წიგნაკი ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი) ასლები ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემული ცნობა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განხილვისას, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ცნობა ამ ქვეყნის მოქალაქეობის არქონის შესახებ. ეს მოთხოვნა სავალდებულო არ არის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებთან დაკავშირებითაც სააგენტოს მოეპოვება ინფორმაცია, რომ ანალოგიურ ცნობებს ეს სახელმწიფოები არ გასცემენ.
6. სააგენტო უფლებამოსილია, სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოდან გამოითხოვოს ინფორმაცია დაინტერესებული პირის მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ. მოქალაქეობის დადგენის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ დაინტერესებული პირი არ ფლობს ამ ქვეყნის მოქალაქეობას და იგი მიიჩნევა საქართველოს მოქალაქედ, საწინააღმდეგოს დადგენამდ