გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.09.2018
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016418
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2018
matsne.gov.ge 472 სიტყვა · ~2 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
გარე ვაჭრობა
საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის, ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა)
მუხლი 2
სეზონური გარე ვაჭრობა
ისეთი ნივთით/საქონლით  ან მომსახურებით გარე ვაჭრობა, რომელიც სპეციფიკურია წლის კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის
მუხლი 2
სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში, ასევე ტრადიციით დამკვიდრებულ სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა
მუხლი 2
საზოგადოებრივი სივრცე
სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბულვარი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გია შაოშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 19.11.2019 ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 04.07.2018 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 28.04.2025 ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 05.07.2018 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 16.12.2019

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №51 2018 წლის 7 სექტემბერი ქ. გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგია შაოშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო წინამდებარე წესი არეგულირებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისთვის ტერიტორიის განსაზღვრის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ა) გარე ვაჭრობასაქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის, ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა); ბ) სეზონური გარე ვაჭრობა – ისეთი ნივთით/საქონლით  ან მომსახურებით გარე ვაჭრობა, რომელიც სპეციფიკურია წლის კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის; გ) სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში, ასევე ტრადიციით დამკვიდრებულ სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა; დ) საზოგადოებრივი სივრცე – სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბულვარი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები. მუხლი 3🔗. გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი 1. წინამდებარე წესის მიზანია:           ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების შეზღუდვის თავიდან აცილება; დ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა; ე) საოჯახო წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის  ხელშეწყობა. მუხლი 4🔗. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა 1. გარე ვაჭრობა და ბაზრობების მოწყობა, მათ შორის, სეზონური გარე ვაჭრობა დასაშვებია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა: ა)   ქალაქ გურჯაანისა; ბ) რელიგიურ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებთან, სასწავლო-სააღმზრდელო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებთან, სამედიცინო და სტაციონარულ დაწესებულებებთან, სასაფლაოებთან, სკვერებთან და ბაღებთან, სახელმწიფო და მუნიციპალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებთან 20-მეტრიან რადიუსში. 2. სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა დაიშვება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. 3. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე გარე ვაჭრობის საკითხი წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან. მუხლი 5🔗. გარე ვაჭრობის ორგანიზება 1. გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ არ აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. 2. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. 3. დაუშვებელია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით გარე ვაჭრობა სათანადო და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის გარეშე. 4. დაუშვებელია სუნელებითა და სანელებლებით გარე ვაჭრობა. მუხლი 6🔗. გარე ვაჭრობის წესის დარღვევა 1. შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობას წარმოადგენს წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული წესის მე-4 და მე-5 მუხლების მოთხოვნების დარღვევა. 2. ამ მუხლის პირველი  პუნქტით გათვალისწინებული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​3  მუხლის შესაბამისად. მუხლი 7🔗. გარე ვაჭრობის კონტროლი  დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური.