სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 11.09.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №458
სარეგისტრაციო კოდი 470040000.10.003.020774
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/09/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.09.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების
განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №458
2018 წლის 11 სექტემბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ1“, „ჩ1“ ქვეპუნქტებისა და მე-19 მუხლის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 1.2.3.9 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
პაციენტ დათუნა ბოჭორიშვილისა (დაბ. 21/05/1965, პ/ნ: 41001011509) და პაციენტ გიორგი აბულაძის (დაბ. 09/02/1988, პ/ნ: 41001015778) ჩატარებული სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განხორციელდეს არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის (შემდგომში – ვაუჩერი) მეშვეობით. ვაუჩერის პირობები განისაზღვროს შემდეგი სახით:
1. ვაუჩერის მიზნობრიობა – პაციენტებისთვის ჩატარებული შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
2. დათუნა ბოჭორიშვილის ვაუჩერის ღირებულებაა არაუმეტეს 19716 ლარისა და 65 თეთრისა, გიორგი აბულაძის ვაუჩერის ღირებულებაა არაუმეტეს 20831 ლარისა და 76 თეთრისა.
3. ვაუჩერის განაღდება ხორციელდება შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებასთან თანხის გადარიცხვის გზით.
4. ვაუჩერის განაღდებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო.
მუხლი 2🔗
მოქალაქეები ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით. მოცემული პაციენტიებისათვის ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვაუჩერის ღირებულების ზევით გაწეული სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხი განიხილება „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ვაუჩერი დაფინანსდეს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „რეფერალური მომსახურება“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 35 03 03 09) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე