შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრეები - ბიძინა კოშაძე, ვიტალი კოშაძე)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2018 წლის 10 სექტემბერი

სპეციალისტი: შპს „ინდექსის“ (ს/კ 202463342)

აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე. მისამართი: ქ. თბილისი, ტეტელაშვილის 8

ელ. ფოსტა: specialist@mali.ge სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს მესამე საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ „რეზონანსში“, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია საკანონმდებლო მაცნე. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

  • უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა: ქალაქი კასპი, ნაკვეთის დანიშნულების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 254 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 67.01.44.306, საკადასტრო კოდი: 67.01.44.365
  • ქალაქი კასპი, ნაკვეთის დანიშნულების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 274 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 67.01.44.306, საკადასტრო კოდი: 67.01.44.366
  • ქალაქი კასპი, ქუჩა სააკაძე, №164, ნაკვეთის დანიშნულების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 100 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 67.01.44.306, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №01 არასაცხოვრებელი საერთო ფართი 84.64 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 67.01.44.367
  • საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M 412 413 414

    უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი:

    ბიძინა კოშაძე (პირადი №: 24001003793) მცხოვრები: კასპი, სააკაძის ქ. №164.

    ვიტალი კოშაძე (პირადი №: 24001004153) მცხოვრები: კასპი, სააკაძის ქ. №164

    აუქციონის ჩატარების დრო: 2018 წლის 25 სექტემბერი, 13:00 საათი

    აუქციონის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის 7 (სს „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი) განმკარგავი ორგანიზაცია შპს „მალი XXI“

    უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 4000 ლარი

    გარდამავალი უფლებები: არა.

    აუქციონის პირობები:

    ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“), მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს;

    ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 30 საბანკო დღე ან განათავსოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002) ამ პუნქტში მითითებული საგარანტიო თანხა ან/და განახორციელოს გარანტიის წარდგენა სპეციალისტისათვის სხვა მისაღები ფორმით. ამ პუნქტში მითითებულ პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;

    გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 100-ლარიანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;

    დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1 კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;

    ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „ინდექსი“ მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

    ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

    სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორი                                     გიორგი გოგშელიძე