შპს „ინდექსის” საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრეები - აკაკი თედორაძე M 699)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2019 წლის 7 მაისი

 

  
სპეციალისტი: შპს „ინდექსი“ (ს/კ 202463342)

აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, ტეტელაშვილის 8

ელფოსტა: specialist@mali.ge, სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

პუბლიკაცია გამოქვეყნებულია გაზეთ „რეზონანსში“, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M 699

უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი : აკაკი თედორაძე პ/ნ 46001005837, მის.: ჩოხატაური, სოფ. გუთური

აუქციონის ჩატარების დრო : 17/05/2019, წლის 12:00 საათი

აუქციონის ჩატარების ადგილი :

ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. №7, სს „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი , განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი“

უძრავი ნივთის საწყისი ფასი : 12188.19 ლარი (4362.37 აშშ დოლარი და 390.6 ლარი. 02/05/2019 წელს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით)

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა : მუნიციპალიტეტი ჩოხატაური, სოფელი გუთური; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი: 3014.00 კვ.მ; და შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართი 325.60 კვ.მ; გაშენების ფართი 178.80 კვ.მ; სართულიანობა 2; საკადასტრო კოდი: 28.02.22.390

გარდამავალი უფლება: არა

სხვა უფლება: არა

აუქციონის პირობები :

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“), მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს;

ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 საბანკო დღე ან განათავსოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002) ამ პუნქტში მითითებული საგარანტიო თანხა ან/და განახორციელოს გარანტიის წარდგენა სპეცისლიტისათვის სხვა მისაღები ფორმით. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 100 ლარიანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1 კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „ინდექსი” მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

 

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

 

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორი                    გიორგი გოგშელიძე