„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№73
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016620
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №73

2018 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით (ვებგვერდი, 26/07/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016505) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს „51“ მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი

1. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსამსახურე მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს გამოძახებისთანავე სამსახურში გამოცხადებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს დადასტურებული ობიექტური ხელშემშლელი გარემოება.

2. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის, სწავლების, საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების ან სხვა განსაკუთრებული ვითარების დროს, გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია შეიარაღებულ ძალებში ან მის რომელიმე ქვედანაყოფში განსაზღვრული ვადით გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი (ყაზარმული მდგომარეობა), რაც გულისხმობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მუდმივ განთავსებას შესაბამისი ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე. ამ პერიოდში მოსამსახურე გადადის განსაკუთრებულ რეჟიმში (ყაზარმული მდგომარეობა) და მას ეკრძალება ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის (სამუშაო ადგილის) დატოვება ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე.

3. მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე ყოფნის დროს, გენერალური შტაბის უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლებელია:

ა) არ დაკმაყოფილდეს მოსამსახურის პატაკი/განცხადება სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების თაობაზე;

ბ) შეწყდეს სამხედრო მოსამსახურეთა შვებულებები, გარდა ავადმყოფობის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა, ასევე დაუშვებელია იმ მოსამსახურის გამოძახება, რომლის სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებულია საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე;

გ) აიკრძალოს მოსამსახურეთა დროებით დათხოვნაში გაშვება ან შვებულებაში გასვლა, გარდა მძიმე ოჯახური მდგომარეობისა ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისა.“.

2. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22. სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება

1. ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა:

ა) მინისტრის ან მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილების შემთხვევაში:

ა.ა) მოსამსახურე შეიძლება დაითხოვონ/გაათავისუფლონ სამსახურიდან ჩადენილი სისხლის სამართლის ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, ამ შემთხვევაში მოსამსახურე სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული იქნება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებიდან მეორე დღეს. თუ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ მოსამსახურე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იგი სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული იქნება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან;

ა.ბ) მოსამსახურე შეიძლება დაითხოვონ/გაათავისუფლონ სამსახურიდან მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეიცავს მოსამსახურის მიერ ჩადენილ უღირსი საქციელის ნიშნებს. ამ შემთხვევაში მოსამსახურე სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული იქნება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან;

ბ) სამხედრო შეკრების დასრულების შემდეგ, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის (გარდა აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირისა), სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება გენერალური შტაბის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია