,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№27
2018 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით (ვებგვერდი, 26/07/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016505) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:
1. მე-18 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტს დაემატოს ,,ვ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ვ) ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა, რომელთან დაკავშირებით შესაბამისი მასალები გადაეგზავნა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მოსამსახურის უღირსი საქციელის მოტივით სამსახურიდან შესაძლო დათხოვნა/გათავისუფლებასთან დაკავშირებით.“;
ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს ,,ვ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ვ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება შესაბამისი მასალების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გადაგზავნის დღიდან.“.
2. 21-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/გათავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.“
;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება
ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა, მინისტრის ან მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილების შემთხვევაში:
ა) მოსამსახურე შეიძლება დაითხოვონ/გაათავისუფლონ სამსახურიდან ჩადენილი სისხლის სამართლის ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, ამ შემთხვევაში მოსამსახურე სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული იქნება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებიდან მეორე დღეს. თუ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ მოსამსახურე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იგი სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული იქნება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან;
ბ) მოსამსახურე შეიძლება დაითხოვონ/გაათავისუფლონ სამსახურიდან მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეიცავს მოსამსახურის მიერ ჩადენილ უღირსი საქციელის ნიშნებს. ამ შემთხვევაში მოსამსახურე სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული იქნება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან.“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია