„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№309
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016432
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №309

2015 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებით (www.matsne.gov.ge,  17/12/2012, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016149) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1.  მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მეხანძრე-მაშველთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება გაიარონ სამინისტროს სსიპ –  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მეხანძრე-მაშველის ფუნქციის განმახორციელებელ თანამდებობაზე მისაღებმა კანდიდატებმა ან ამავე თანამდებობაზე დანიშნულმა სააგენტოს მოსამსახურეებმა, თუ მათ არ გაუვლიათ აღნიშნული სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ამ ბრძანების მიზნებისთვის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხონ მხოლოდ ამ წესის 91 მუხლით განსაზღვრული პირები.“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

„მუხლი 91. დეტექტივი-გამომძიებლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა       

1. სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფებში დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება:

ა) სამინისტროს მოსამსახურე;

ბ) პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ) სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფებში განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას პირის დანიშვნის, გადაადგილებისა და დაწინაურებისას დეტექტივ-გამომძიებლის ან დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელიც ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაიაროს  დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

 2. სამინისტროს  ოპერატიულ ქვედანაყოფებში დეტექტივ-გამომძიებლის და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე დასანიშნი სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, აგრეთვე სხვა უწყების მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელი შეიძლება ჩაირიცხოს  დეტექტივი-გამომძიებლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სათანადო შესწავლის დასრულების შემდეგ, თუ იგი:

ა) არის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც აქვს  საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გამოცდილება და არ არის დათხოვნილი უარყოფითი მოტივით;

ბ) არის სხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომელი, რომელსაც აქვს  საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გამოცდილება;

გ) არის სხვა სახელმწიფო უწყების ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც აქვს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გამოცდილება და არ არის დათხოვნილი უარყოფითი მოტივით.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს  ოპერატიულ ქვედანაყოფებში დეტექტივ-გამომძიებლის ან დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება შესაბამისი დანაყოფის ხელძღვანელის მიერ სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში წარდგენისა და მინისტრის თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული კანდიდატების აკადემიაში მსმენელად წარდგენა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.“.

 3. მე-3 და მე-4 თავები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.04.2015.
როდის იქნა მიღებული „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.04.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №309. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016432.
რამდენი მუხლისგან შედგება „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.04.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №309, 24.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016432 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2769855/