1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის (გარდა ნაღდი ფულის და ფასიანი ქაღალდის) გადატანა ან გადმოტანა (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით ან უამისოდ.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში ამ კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ გამოიყენება.

4. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულის და ფასიანი ქაღალდის) გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.

5. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულის და ფასიანი ქაღალდის) გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილები არ გამოიყენება, თუ საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებს 15 000 ლარს.

2. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილები არ გამოიყენება, თუ საქონლის სამალავით ან საქართველოს საბაჟო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გზით საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებს 5 000 ლარ