იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა/მოცილება ან/და განადგურება
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, –
იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, –
იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. პირს არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ იდენტიფიკაციის საშუალებაზე ან/და ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე ანდა ნიშანდებულ ბარგზე/ხელბარგზე მცირე დაზიანება შეინიშნება, მაგრამ ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში ანდა ნიშანდებულ ბარგში/ხელბარგში შეღწევა შეუძლებელია.
2. პირს არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ კონტეინერი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო ტრანსპორტით იქნა შემოტანილ