1. თუ 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან და არარსებობს გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, ამ კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირის მიერ საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს რეექსპორტის შეტყობინება.
2. რეექსპორტის შეტყობინება უნდა შეიცავდეს თავისუფალი ზონის პროცედურის ან დროებითი შენახვის დასრულებისათვის აუცილებელ მონაცემებს.
3. საბაჟო ორგანოს შეუძლია დაუშვას სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემის გამოყენება რეექსპორტის შეტყობინების შესავსებად, თუ ასეთი სისტემა შეიცავს ამ შეტყობინებისათვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ პერიოდში.
4. საბაჟო ორგანომ შესაძლებელია რეექსპორტის შეტყობინების ნაცვლად დაუშვას შეტყობინების წარდგენა და შესაბამისად წვდომა რეექსპორტის შეტყობინებასთან დაკავშირებულ შესაბამის მონაცემებზე იმ პირის კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც წარადგენს რეექსპორტის შეტყობინებას.
5. რეექსპორტის შეტყობინების წარდგენის წესი, ვადები და შემთხვევები, როდესაც რეექსპორტის შეტყობინება საბაჟო ორგანოს არ წარედგინება, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები