1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს, მისი განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია მისცეს უკვე წარდგენილ საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების უფლება.

2. საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება დაუშვებელია თუ:

ა) საბაჟო ორგანომ საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვა;

ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების უზუსტობა ან არასრულობა;

გ) საბაჟო ორგანომ გაუშვა საქონელი.

3. თუ საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი არ გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო ორგანომ ბათილად უნდა ცნოს აღნიშნული დეკლარაცია შემდეგ შემთხვევებში:

ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე;

ბ) დეკლარაციის წარდგენიდან 150 დღის შემდეგ.

4. საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანის ან მისი ბათილად ცნობის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები