1. ექსპორტის პროცედურა საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ (მათ შორის, დროებით, დაბრუნების პირობით), რა დროსაც ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები.
2. საქართველოს საქონელი, რომელიც ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას უნდა მოექცეს ექსპორტის პროცედურაში, გარდა:
ა) გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლისა;
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილ საქონელზე, რომელიც გატანამდე მოქცეული იყო საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში;
გ) საერთაშორისო საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საქონლისა, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ის და აქციზის გადახდისაგან და ასეთ მიწოდებაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგება.
3. საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის გარეშე ექსპორტის პროცედურა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გასვლამდე, თუ დეკლარანტი საბაჟო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დოკუმენტს.
4. შემთხვევები და პირობები, როდესაც საქართველოს საქონლის საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ წარმოიქმნება ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები