1. სტანდარტული გაცვლის სისტემა საშუალებას იძლევა გარე გადამუშავების შედეგად მისაღები გადამუშავებული პროდუქტი შეიცვალოს უცხოური საქონლით (შემდგომში – შემცვლელი საქონელი) ამ მუხლის მე-2 – მე-6 ნაწილების შესაბამისად.

2. დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენების შესახებ მხოლოდ დეფექტური საქონლის შეკეთებასთან დაკავშირებით.

3. შემცვლელ საქონელს უნდა გააჩნდეს იმავე სეს ესნ კოდი რვანიშნა დონეზე, იმავე ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რაც აქვს დეფექტურ საქონელს, რომელიც დაექვემდებარა შეკეთებას.

4. თუ დეფექტური საქონელი ექსპორტამდე იყო გამოყენებული, შემცვლელი საქონელიც უნდა იყოს გამოყენებული/მეორადი.

5. საბაჟო ორგანოს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან, თუ შემცვლელი პროდუქტი მოწოდებულია უსასყიდლოდ საქონლის საწარმოო დეფექტთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ან საგარანტიო ვალდებულებიდან გამომდინარე.

6. გარე გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავებულ პროდუქტთან დაკავშირებული ამ თავით გათვალისწინებული დებულებები, ასევე ვრცელდება შემცვლელ საქონელზ