1. გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დროებით გატანილი საქართველოს საქონლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაცია. გადამუშავებული პროდუქტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას შესაძლებელია იმპორტის გადასახადისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებით მოქცეულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში გარე გადამუშავების ავტორიზაციის მფლობელის ან პირის მიერ, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში, თუ მას აქვს შესაბამისი თანხმობა გარე გადამუშავების ავტორიზაციის მფლობელისაგან და გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენების ყველა პირობა შესრულებულია.

2. გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონლის გატანისას ხორციელდება ის საბაჟო ფორმალობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქართველოს საქონლის გატანისას, ხოლო გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ხორციელდება ის საბაჟო ფორმალობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას.

3. ამ თავის მიზნებისათვის გამოსავლიანობის ნორმასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებები, ხოლო გარე გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციისათვის – ამ კოდექსის 144-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებებ