1. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არ არის გამოსავლიანობის სტანდარტული ნორმა ცალკეული სფეროებისათვის შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისათვის დეკლარანტი საბაჟო ორგანოსთან ათანხმებს გამოსავლიანობის ნორმას ან საჭიროებისამებრ მისი გაანგარიშების მეთოდს იმ ფაქტობრივი პირობებიდან გამომდინარე, რომლებშიც ხორციელდება საქონლის გადამუშავება, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. დეკლარანტთან გადამუშავებული პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმის შეთანხმებისას, საბაჟო ორგანო ითვალისწინებს საექსპერტო ორგანიზაციის (მათ შორის, საბაჟო ლაბორატორიის) დასკვნას, რომლებიც ეფუძნება საქონლის გადამუშავების კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესს.

3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს გამოსავლიანობის სტანდარტული ნორმები, თუ საქონლის გადამუშავების ოპერაციას აქვს მუდმივი მახასიათებლები და იგი ხორციელდება განსაზღვრული ტექნიკური პირობების დაცვით, რომელშიც მონაწილეობს ძირითადად ერთნაირი მახასიათებლების მქონე საქონელი, რის შედეგადაც იწარმოება ერთი და იგივე ხარისხის გადამუშავებული პროდუქტ