1. დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევისათვის აუცილებელია:

ა) საქონლის საიმედო იდენტიფიცირების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა.ა) საქონლის იდენტიფიცირების შეუძლებლობა, მისი მახასიათებლის და გამოყენების მიზნის გათვალისწინებით, არ გამოიწვევს პროცედურის პირობების დარღვევას;

ა.ბ) ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია ეკვივალენტურ საქონელთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმება;

ბ) გარანტიის წარდგენა, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) დროებით შემოტანილი საქონელი უკან იქნეს გატანილი უცვლელად, გარდა ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) შესრულებულია საქონლის იმპორტის გადასახადისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებ