1. თავისუფალ ზონაში შესატან საქონელზე საბაჟო ორგანოს წარედგინება მხოლოდ გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. თავისუფალ ზონაში შესატანი საქონელი ექვემდებარება წარდგენას და საბაჟო ფორმალობების განხორციელებას, თუ:

ა) იგი მოქცეული იყო საბაჟო პროცედურაში, რომელიც დასრულდა თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანით. ამასთანავე, საქონლის წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ საბაჟო პროცედურის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულია საქონლის საბაჟო ორგანოში წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლება;

ბ) იგი მოთავსებულ იქნა თავისუფალ ზონაში იმპორტის გადასახდელების დაბრუნების ან მათი გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე;

გ) მის მიმართ გამოიყენება ექსპორტის პროცედურაში მსგავსი საქონლის მოქცევისას გათვალისწინებული ღონისძიებებ