1. თავისუფალი ზონა არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სპეციალურად გამოყოფილი ნაწილი.
2. დაინტერესებული პირის განცხადების და შესაბამისი გარანტიის წარდგენის საფუძველზე თავისუფალი ზონის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
3. თავისუფალ ზონაში ნებისმერი შენობა-ნაგებობის ან კონსტრუქციის მშენებლობა წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული საბაჟო ორგანოსთან.
4. თავისუფალი ზონა უნდა იყოს შემოსაზღვრული სპეციალური ზღუდით და უნდა განისაზღვროს თავისუფალ ზონაში შესასვლელი ან/და გამოსასვლელი.
5. თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობა, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილები