პროცედურის მფლობელის ვალდებულებები

1. საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებულია:

ა) არ დაუშვას საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის გატანა საბაჟო ზედამხედველობიდან საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;

ბ) შეასრულოს ის მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან.

2. საბაჟო საწყობში პროცედურის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საბაჟო საწყობის პროცედურაში საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

3. საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

თავი XXI. თავისუფალი ზონის პროცედუ