1. საბაჟო საწყობში შესაძლებელია:

ა) საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვა;

ბ) საქონლის დროებით შენახვა;

გ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვა.

2. საბაჟო საწყობში პროცედურაში მოქცეულ საქონელზე დასაშვებია საკუთრების უფლების გადაცემა.

3. საბაჟო ორგანოს საწყობში შესაძლებელია განთავსდეს საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის გარდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული სხვა საქონელიც.

4. საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვის სხვა ადგილებს და საქონლის შენახვის შემთხვევებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრ