1. საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. დეკლარანტმა შეიძლება გააგრძელოს ეს ვადა შეუზღუდავი რაოდენობით, იმ პირობით, რომ თითოეული გაგრძელებული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია დაადგინოს საბაჟო საწყობის პროცედურის დასრულების ვადა იმ საქონლისათვის, რომლის ხანგრძლივად დასაწყობებამ, მისი სახეობიდან და მახასიათებლიდან გამომდინარე შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას, მცენარეს ან გარემო