1. ტრანზიტის პროცედურა საშუალებას იძლევა უცხოური საქონელი გადაადგილდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარე ორ პუნქტს შორის. ტრანზიტის პროცედურის გამოყენება არ იწვევს:
ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულებას;
ბ) საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს საქონელი უნდა მოექცეს ტრანზიტის პროცედურაში.
3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გადაადგილება შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად;
ბ) TIR კარნეტის კონვენციის შესაბამისად, თუ გადაზიდვა იწყება ან სრულდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ;
გ) გადაზიდვა ხორციელდება ATA კარნეტის კონვენციის/სტამბოლის კონვენციის შესაბამისად;
დ) გადაზიდვა წარმოადგენს მსოფლიო საფოსტო კავშირის შესაბამისი აქტების მიხედვით საფოსტო გადაზიდვას.
4. საქონელი, რომელიც გადაიზიდება ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად, უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებების