1. პროცედურის მფლობელის უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია სპეციალურ პროცედურაში მოქცეულ საქონელთან, გარდა ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული საქონლისა, შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ გადაეცეს სხვა პირს, რომელიც ასრულებს ამ საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პირობებს.

2. პროცედურის მფლობელის უფლებების და მოვალეობების სხვა პირზე გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები