1. ამ კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება შემდეგი საქონელი:
ა) საქართველოში რეგისტრირებული და საქართველოს ალმით მცურავი გემის მიერ მოპოვებული საზღვაო თევზჭერის ან ზღვის სხვა პროდუქტი;
ბ) პროდუქტი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ და საქართველოს ალმით მცურავ გადამამუშავებელ (მწარმოებელ) გემზე მიიღება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქტებისაგან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებით სარგებლობისათვის შესრულდეს ამავე მუხლით გათვალისწინებული პირობები, რომლის შესრულების დადასტურება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესი