1. თუ საქონელი ან მისი ნაწილი, რომელიც ექსპორტირებულია საქართველოდან და მიენიჭა უცხოური საქონლის სტატუსი, 3 წლის ვადაში ბრუნდება საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაბრუნებულია იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას.
2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დეკლარანტის განცხადების საფუძველზე ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა გააგრძელოს 1 წლით.
3. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე იგი საქართველოში გაშვებული იყო თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივი დანიშნულებით, ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმპორტის გადახდისაგან თავისუფლდება, თუ დაბრუნებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია უცვლელ მდგომარეობაში და იმავე მიზნობრივი დანიშნულებით. თუ დაბრუნებული საქონელი შემოიტანება სხვა მიზნობრივი დანიშნულებით, გადასახდელი იმპორტის გადასახდელის ოდენობა მცირდება საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით პირველად შემოტანისას გადახდილი იმპორტის გადასახდელის ოდენობით, ხოლო თუ ეს უკანასკნელი ოდენობა აღემატება დაბრუნებულ საქონელთან დაკავშირებულ იმპორტის გადასახდელის ოდენობას, სხვაობა დაბრუნება ან/და ჩათვლას არ ექვემდებარება.
4. ამ მუხლის პირველი – მე-3 ნაწილები ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც საქონელი დაკარგავს საქართველოს საქონლის სტატუსს ამ კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად და შემდგომ გაიშვება თავისუფალ მიმოქცევაში.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებით სარგებლობისათვის შესრულდეს ამავე მუხლით გათვალისწინებული პირობები, რომლის შესრულების დადასტურება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით.
6. შიდა გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავებულ პროდუქტზე, რომელიც რეექსპორტირებულ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან და უცვლელ მდგომარეობაში ბრუნდება, იმპორტის გადასახადის ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის 54-ე მუხლის მე-3 შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღე ჩაითვლება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღედ.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება არ გამოიყენება ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოდან ექსპორტირებული გადამუშავებული პროდუქტის მიმართ, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი, რომ ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონელი ან/და დაბრუნებული საქონელი არ მოექცევა შიდა გადამუშავების პროცედურაშ