1. უცხოური საქონელი, რომელიც განკუთვნილია საქართველოში სარეალიზაციოდ ან მოხმარებისთვის ან გამოყენებისათვის უნდა მოექცეს თავისუფალი მიმოქცევის პროცედურაში.
2. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იწვევს:
ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულებას;
ბ) ამ საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებისა და აკრძალვების და შეზღუდვების გამოყენებას, თუ ისინი მანამდე არა იქნა გამოყენებული;
გ) ამ საქონლის შემოტანასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების შესრულებას.
3. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ამ საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუს