1. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ავტორიზაციის მქონე პირმა, პროცედურის (გარდა ტრანზიტის) მფლობელმა ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც ახორციელებს საქონლის შენახვასთან ან გადამუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ან თავისუფალ ზონაში საქონლის გაყიდვას ან შეძენას უნდა აწარმოოს სათანადო აღრიცხვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ფორმით. აღრიცხვა გულისხმობს ისეთი ინფორმაციის და მონაცემის შენახვას, რომელიც საბაჟო ორგანოს საშუალებას მისცემს ზედამხედველობა გაუწიოს შესაბამის საბაჟო პროცედურას, კერძოდ, ამ პროცედურაში მოქცეული საქონლის იდენტიფიკაციასთან, მის საბაჟო სტატუსთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით.
2. მიიჩნევა, რომ საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვალდებულებას, თუ მის მიერ განხორციელებული აღრიცხვა შეესაბამება სპეციალური პროცედურის მიზნებ