1. საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ შესაძლებელია განხორციელდეს საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის, მისი სასაქონლო სახის ან მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი ან გაყიდვისათვის/ტრანსპორტირებისათვის მოსამზადებელი ქმედებები.

2. საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედებებით.

3. საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების და თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები