ვალდებულებები
1. ტრანზიტის პროცედურის მფლობელი ვალდებულია:
ა) საქონელი და მისი თანმხლები დოკუმენტები დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს დანიშნულების საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილას იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად;
ბ) თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საბაჟო ორგანოს წარუდგინოს გარანტია, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გადასაზიდ საქონელთან დაკავშირებით;
გ) შეასრულოს ტრანზიტის პროცედურასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
2. ტრანზიტის პროცედურის მფლობელის ვალდებულება შესრულდება და ტრანზიტის პროცედურა დასრულდება, თუ პროცედურაში მოქცეული საქონელი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით წარედგინება დანიშნულების საბაჟო ორგანოს ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე.
3. გადამზიდავი და საქონლის მიმღები, რომლისთვისაც ცნობილია, რომ საქონელი მოძრაობს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის პროცედურის საფუძველზე, ვალდებულია საქონელი და მისი თანმხლები დოკუმენტები დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილას იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლა