1. საბაჟო საწყობის პროცედურა საშუალებას იძლევა უცხოური საქონელი დასაწყობდეს საბაჟო საწყობში ან საბაჟო ორგანოს საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე, რაც არ იწვევს:

ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულებას;

ბ) საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.

2. საბაჟო საწყობში ან საბაჟო ორგანოს საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე დაუძლეველი ძალის შედეგად დაზიანებული ან გაფუჭებული საქონელი საბაჟო პროცედურაში ექცევა იმავე წესით, როგორც ეს განხორციელდებოდა ამ სახით არსებული საქონლის შემთხვევაში.

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით, საქართველოს საქონელი შესაძლებელია მოექცეს საბაჟო საწყობის პროცედურაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ამ საქონელზე გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების მიზნი