1. საბაჟო საწყობის საქმიანობა ხორციელდება საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო ორგანო თავად ახორციელებს საბაჟო საწყობის საქმიანობას.

2. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა გაიცემა საქართველოში დაფუძნებულ პირზე. აკრძალულია ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა.

3. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად დასაკმაყოფილებელი პირობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ოდენობის გარანტია.

5. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილები