საქონლის საბაჟო საწყობში მოთავსება

1. ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საბაჟო ორგანოს თანხმობით, თუ აღნიშნული უარყოფითად არ იმოქმედებს საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებაზე:

ა) საბაჟო საწყობში შესაძლებელია შენახულ იქნეს საქართველოს საქონელი;

ბ) შესაძლებელია შიდა გადამუშავების პროცედურაში ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოქცეული საქონელი გადამუშავდეს საბაჟო საწყობში ამ პროცედურებით განსაზღვრული პირობებისა და ასეთი შემთხვევებისათვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური ნორმების დაცვით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში საქონელი არ განიხილება საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულა