1. დეკლარანტი განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონელი უნდა მოექცეს სხვა საბაჟო პროცედურაში ან განხორციელდეს მისი რეექსპორტი.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთი ავტორიზაციის მფლობელის მიერ საქონელი დროებით შემოტანის პროცედურაში შესაძლებელია მოქცეულ იქნეს არაუმეტეს 3 წლისა. როდესაც ერთი ავტორიზაციის მფლობელის მიერ დროებით შემოტანის პროცედურა სრულდება საქონლის სხვა სპეციალური პროცედურაში მოქცევით და შემდგომ აღნიშნული საქონელი ისევ ექცევა დროებით შემოტანის პროცედურაში, ჯამური ვადა ასევე არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ავტორიზაციის მფლობელის მოტივირებული განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გაზარდოს დეკლარანტის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული ვადა ან/და გაზარდოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 3-წლიანი ვადა.

4. დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევის