1. შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციისათვის გამოიყენება შემდეგი საშუალებები:

ა) საქონლის მონიშვნა შტამპით, ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით;

ბ) საქონლის დაწვრილებითი აღწერა, მისი ფოტოგადაღება, მასშტაბურად გამოსახვა;

გ) საქონლისა სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევა ან ანალიზი მათი შედეგების შემდგომში შედარების მიზნით;

დ) საქონელზე მწარმოებლის მიერ დატანილი სერიული ნომრები ან სხვა მარკირება;

ე) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელზე განხორციელებული გადამუშავების ოპერაციები;

ვ) იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლებიც ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.

2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, აირჩიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მისთვის მისაღები ერთი ან რამდენიმე საშუალება.

3. შიდა გადამუშავების ავტორიზაციის მფლობელის მოთხოვნითა და საბაჟო ორგანოს თანხმობით, საქონლის იდენტიფიკაცია შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს გადამუშავების ოპერაციაში გამოყენებული ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებლების, აგრეთვე გადამუშავებული პროდუქტის წარმოების ტექნოლოგიის შესახებ წარდგენილი დეტალური მონაცემების გამოკვლევი