შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისათვის აუცილებელია:

ა) გადამუშავებული პროდუქტის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ იყოს ეკონომიკურად მომგებიანი;

ბ) დეკლარანტის მიერ დასაბუთებული მონაცემების წარდგენა:

ბ.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციას;

ბ.ბ) შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის, გადამუშავებული პროდუქტის, ნაშთის და ნარჩენის აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;

ბ.გ) გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;

ბ.დ) გადამუშავებულ პროდუქტში გადაუმუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ;

გ) გამოსავლიანობის ნორმის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმება;

დ) დეკლარანტის მიერ შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევ საქონელზე იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიის წარდგენა, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევის