1. საბაჟო ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა დასრულდეს შიდა გადამუშავების პროცედურა. აღნიშნული ვადა განისაზღვრება გადამუშავების პროცესის ხანგრძლივობისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა პროცედურის დასასრულებლად.
2. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება შიდა გადამუშავების პროცედურაში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო პროცედურაში საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად მოქცევისას – ამ საბაჟო პროცედურაში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან.
3. წინასწარგანსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე.
4. ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადამუშავებული პროდუქტის წინასწარი ექსპორტის შემთხვევაში, საბაჟო ორგანომ უნდა დაადგინოს ვადა არაუმეტეს 6 თვისა, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს უცხოური საქონლის შიდა გადამუშავების პროცედურაში დეკლარირება. ვადის დადგენისას გაითვალისწინება უცხოური საქონლის შესყიდვისთვის და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო. აღნიშნული ვადა აითვლება შესაბამისი ეკვივალენტური საქონლის მონაწილეობით მიღებულ გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებული ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან.
5. შიდა გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელის განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანოს ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დადგენილი ვადა შეუძლია გააგრძელოს არაუმეტეს 12 თვისა, თუ განცხადება წარდგენილია ამავე ვადის ამოწურვამდე.
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით საქონლის გადამუშავებასთან დაკავშირებული მოქმედებისათვის ან ცალკეული საქონლის გადამუშავებისათვის შესაძლებელია დადგინდეს კონკრეტული ვადებ