1. საბაჟო ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს გადამუშავებული პროდუქტის შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ან ამ კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გასხვისება. აღნიშნული ვადა განისაზღვრება გადამუშავების პროცესის ხანგრძლივობისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა პროცედურის დასრულებისათვის.

2. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება გარე გადამუშავების პროცედურაში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო პროცედურაში საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად მოქცევისას – ამ საბაჟო პროცედურაში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე.

4. შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგინდეს საქონლის გადამუშავებასთან დაკავშირებული მოქმედებისათვის ან ცალკეული საქონლის გადამუშავებისათვის კონკრეტული ვადებ