1. თუ დეკლარანტი დაადასტურებს, რომ გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავება განხორციელდა უსასყიდლოდ (კონტრაქტის ან საგარანტიო ვალდებულებების საფუძველზე, ასევე საწარმოო დეფექტის გამო), გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას იგი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული უნდა იქნეს იმპორტის გადასახადისაგან სრულად გათავისუფლებით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შეღავათი არ ვრცელდება გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, თუ საქონლის გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცევამდე საწარმოო დეფექტი გათვალისწინებული იყო მისი თავისუფალ მიმოქცევაში თავდაპირველი გაშვებისა