1. საქონელზე, რომელიც გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაცია. ზოგადი დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე.
2. ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება:
ა) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონელი;
ბ) საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალება და ამ სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გაჩერების გარეშე გადაადგილებული საქონელი;
გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი, რომელზეც წარდგენილია საბაჟო დეკლარაცია;
დ) საქონელი, რომელზეც წარდგენილია რეექსპორტის დეკლარაცია;
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქონელი.
3. საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის და ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების საფუძველზე დაცულობის და უსაფრთხოების მიზნისათვის რისკის ანალიზის ვადა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. რისკის ანალიზის შედეგების საფუძველზე მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები.
4. საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს გადამზიდველის მიერ. მიუხედავად გადამზიდველის ვალდებულებებისა, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ექსპორტიორის, ტვირთის გამგზავნის ან სხვა პირის მიერ, რომლის დავალებითაც მოქმედებს გადამზიდველი ან სხვა ნებისმიერი პირის მიერ, რომელსაც შეუძლია წარდგენა ან რომელმაც უკვე წარადგინა მოცემული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში.
5. საბაჟო ორგანოს შეუძლია დაუშვას სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემის გამოყენება საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის შესავსებად იმ პირობით, რომ ასეთი სისტემა შეიცავს ამ დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ პერიოდში.
6. საბაჟო ორგანომ შესაძლებელია საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის ნაცვლად დაუშვას შეტყობინების წარდგენა და შესაბამისად წვდომა ზოგად დეკლარირებასთან დაკავშირებულ შესაბამის მონაცემებზე იმ პირის კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც ახორციელებს ზოგად დეკლარირებას.
7. საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციის წარდგენის წესი, ვადები და შემთხვევები, როდესაც ზოგადი დეკლარაცია არ წარედგინება, განისაზღვრება ფინანსთა მინისტრის ბრძანები