1. რეექსპორტი საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.
2. უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას საბაჟო ორგანოს წარედგინება რეექსპორტის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ა) ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული საქონელი გადაადგილდება უცხო ქვეყნების ან ერთი ქვეყნის ტერიტორიულ ერთეულებს შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით;
ბ) თავისუფალი ზონიდან პირდაპირ რეექსპორტირდება საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ;
გ) დროებით შენახული საქონელი დასაწყობების ადგილიდან პირდაპირ გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან.
3. თუ დადგინდა, რომ იმპორტში მოქცეულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს, შესაძლებელია იგი დაექვემდებაროს რეექსპორტს. ასეთ შემთხვევაში იმპორტში მოქცეულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი და მისი რეექსპორტის შემდეგ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი.
4. ამ მუხლია მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო აძლევს პირს უფლებას საქონელი მოაქციოს შიდა გადამუშავების (მათ შორის განადგურების მიზნით), ტრანზიტის, საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ზონის პროცედურაში.
5. რეექსპორტისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
6. ამ კოდექსის 83-ე – 101-ე მუხლები ვრცელდება რეექსპორტის დეკლარაციაზ