1. დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენებით უცხოური საქონელი უკან გატანის პირობით, შეიძლება იქნეს შემოტანილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამოყენების მიზნით, რაც არ იწვევს საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.

2. დროებით შემოტანისას საქონელი სრულად ან ნაწილობრივ თავისუფლდება იმპორტის გადასახადის გადახდისაგან.

3. იმპორტის გადასახადისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის ნუსხა, ასევე იმ საქონლის ნუსხა, რომლის დროებით შემოტანა აკრძალულია, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4. იმპორტის გადასახადისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით შესაძლებელია დროებითი შემოტანის პროცედურაში მოექცეს მხოლოდ ის უცხოური საქონელი, რომელიც არ შედის იმპორტის გადასახადისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის ნუსხაში.

5. დროებით შემოტანის პროცედურაში მისაქცევი საქონელი უნდა დარჩეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დაფუძნებული პირის საკუთრებაში.

6. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, დროებით შემოტანის პროცედურის მფლობელი უნდა იყოს დაფუძნებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარე